საჯარო ინფორმაცია

მიზნები და ფუნქციები

სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიზნები

 

1. მართვის სისტემის მისიაა საგანმანათლებლო სისტემის მოწინავე ტექნოლოგიებით და ელექტრონული რესურსებით უზრუნველყოფა, საუკეთესო განათლებისა და მართვისათვის.

2. მისიის შესასრულებლად, მართვის სისტემის მიზანია, საქართველოს განათლების სისტემაში:

ა) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება და სასწავლო პროცესში მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ) მართვის საინფორმაციო სისტემების განვითარება;

გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა;

დ) საგანმანათლებლო სტატისტიკის წარმოება და გავრცელება.

 

სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციები

 

  1. მართვის სისტემის ფუნქციები განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 283 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით.
  2. მართვის სისტემის ფუნქციებია:

ა) მოსწავლეთა მშობლების, სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვა;

ბ) განათლების განვითარების ხელშეწყობა მართვის პროცესების დროული, რელევანტური და ზუსტი ინფორმაციული უზრუნველყოფით;

გ) საქართველოს განათლების სისტემაში არსებული ელექტრონული მონაცემების შეგროვების, შენახვის და ადმინისტრირების უზრუნველყოფა, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემების შექმნა, დანერგვა და ადმინისტრირება;

დ) სწავლა/სწავლების პროცესში ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;

ე) პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, სრული ზოგადი განათლებისა და საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების – ატესტატებისა და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის და მათი დუბლიკატების გასაცემად მონაცემთა ბაზების ფორმირება;

ზ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პროფესიული განათლების დიპლომისა და სახელობო განათლების სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა;

თ) სამინისტროში და მის სისტემაში შემავალ ერთეულებში, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალ ორგანოებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის და ელექტრონული ხელმოწერის სისტემის დანერგვა;

ი) საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პროცესში სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მონაწილეობა;

კ) მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ცენტრალიზებულად ელექტრონული ფორმით ჩატარება;

ლ) მის კომპეტენციაში შემავალი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

  1. მართვის სისტემა უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისა და საქმიანობის განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები.